|
2016-06-27 16:00:18, 1113 ნახვა
ეკონომიკა
მესტვირიშვილი: ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა
მსესხებლებს ვურჩევთ, სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით აიღონ, ასევე გრძელვადიან დანაზოგი უმჯობესია ეროვნული ვალუტით განხორციელდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მესტვირიშვილის განმარტებით, ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა. “მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ, როდესაც ეს ჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ. გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა. „საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)