|
2016-06-27 12:25:45, 881 ნახვა
სამხედრო
ექსპერტი: ორ-სამთვიანი სამხედრო მომზადება ახალგაზრდებისთვის აუცილებელია
„ალბათ, გარკვეულწილად ამის საჭიროება არსებობდა, რომ ჯარი მთლიანად პროფესიონალურ ყაიდაზე გადასულიყო “,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თავდაცვის სამინისტროს ახალ ბრძანებას, რომლის თანახმადაც უწყება დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. ექსპერტმა ქვეყანაში ეფექტური სარეზერვო სამხედრო სისტემის არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ-სამთვიანი სამხედრო პროფესიონალური მომზადება ახალგაზრდებისთვის აუცილებელია. „გარკვეულწილად ალბათ ამის საჭიროება არსებობდა, რომ ჯარი მთლიანად პროფესიონალურ ყაიდაზე გადასულიყო. აქ არ არის საუბარი ნატოს სტანდარტებზე. ამ შემთხვევაში ჯარში გაწვევა არ გაწვევის საკითხი არ გახლავთ ნატოს კონკრეტული მოთხოვნა თუ სტანდარტი. უბრალოდ, საქართველოსთან მიმართებაში ასე მგონია, რომ პროფესიულ სამხედროებს, რომელთაც შედარებით მაღალი ანაზღაურება ექნებათ და გააცნობიერებენ, რომ მათი მიზანი არის სამხედრო ფორმის ტარება და სამხედრო სამსახურში ყოფნა, უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ აიმაღლონ საკუთარი სამხედრო კვალიფიკაცია სამხედრო სამსახურში სრულყოფილი ჩართვის მიზნით. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ეფექტური სარეზერვო სისტემა უნდა არსებობდეს. ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება გაუქმდეს სავალდებულო გაწვევა, მაგრამ ორ-სამ თვიანი სამხედრო პროფესიონალური მომზადება ახალგაზრდებს აუცილებლად ესაჭიროებათ. ასე ვთქვათ, დაწყებითი სამხედრო ცოდნის მიღების მიზნით. ეს არის აუცილებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ქვეყნის სარეზერვო სისტემა“,-განაცხადა ჩიტაძემ. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრი დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელევს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოაწერა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)