|
2016-06-27 12:05:10, 1429 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში, გეი-პრაიდში მიიღო მონაწილეობა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში გეი-პრაიდში მიიღო მონაწილეობა. პრაიდი 2 კვირის წინ ორლანდოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. „ამ აღლუმით ნიუ-იორკი ამტკიცებს, რომ ყოველთვის წინ აღუდგება სიძულვილის ყველა გამოვლინებას. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენი ღირებულებები წაგვართვას“, - განაცხადა კლინტომა. მასთან ერთად პრაიდში მონაწილეობა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ უომო და ქალაქის მერი ბილ დებლაზიომ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეი-კლუბს თავს აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი ომარ მატინი დაესხა. შეიარაღებული თავდასხმის დროს, მან 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 53 კი, დაჭრა. პოლიციამ 29 წლის მატინი ადგილზე მოკლა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)