09:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 16:09:09, 996 ნახვა

რეგიონი
აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

 ჩატარებული სამუშაოები დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეატრი სენაკის კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს.

სენაკის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია  საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

2015 წლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები : გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სადრენაჟე სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები და თეატრის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

შენობის  სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics