|
2016-06-25 12:07:04, 558 ნახვა
პოლიტიკა
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის მზადების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკმაოდ საპასუხისმგებლო ადგილზეა და ბევრი აქვს გასაკეთებლი. თუმცა, "ექსპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრობა სწორედ კობა კობალაძეს სურს. გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა. აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იყო, მას პრემიერი წყალობას არც თავდაცვის მინისტრად წარდგენისა და დამტკიცების დროს მოაკლებს. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს კობალაძით ჩანაცვლება, რადგან უკვე დადასტურებული ინფორმაციით, მას და თავდაცვის მინისტრს საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც შემდგომში, სავარაუდოდ, ხიდაშელის ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)