|
2016-06-24 18:16:29, 768 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენციაში მონაწილეობდა. ბერლინში მიმდინარე კონფერენცია ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ გახსნა. კონფერენციის მთავარი თემა უსაფრთხოების გამოწვევები იყო. კონფერენციაზე უსაფრთხოების კუთხით ევროპაში არსებულ ვითარებაზე და პრობლემის დაძლევის გზებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საერთაშორისო მართლწესრიგის პატივისცემაზე, საერთაშორისო ნორმების დაცვისა და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ანა დოლიძემ ევროკავშირიდან გამოსვლის თემაზე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგზეც ისაუბრა. კონფერენციაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შექმნილი ვენის დოკუმენტიც განიხილეს. განხილვის დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დისკუსიაში შესვლა მოუხდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ანდრეი კელინთან. კელინმა რუსეთის საზღვრებთან 51 ათასი სამხედროს მონაწილეობით ნატოს წვრთნების გამართვა გააკრიტიკა და ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს კონფრონტაციულ ქმედებებში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებულია, აღმკვეთი ღონისძიებები გაატაროს ქვეყნის საზღვრებთან. ანა დოლიძის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო სამართლისთვის შეუსაბამოდ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის სუვერენული ნებაა. კონფერენციის მონაწილეებმა მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტზეც იმსჯელეს და კიბერუსაფრთხოების საკითხები, ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური მომავალი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხიც განიხილეს. ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენცია 23 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)