|
2016-06-22 20:52:24, 575 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა
თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და ითქვა, რომ ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად. ამერიკული მხარე მიესალმა იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის სფეროს რეფორმირების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ასევე, დადებითად შეფასდა მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვის ახალი წესი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა და რომელიც იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მომზადდა. აღიარებულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძლიერი, დეპოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობას. იუსტიციის მინისტრის მოადგილის გარდა შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)