|
2016-06-22 15:10:35, 814 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია და პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნო. სტუმრებს სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ევროკავშირის დელეგაციის წევრები პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - შედეგებს გაეცნენ. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობისა და ცენტრის დათვალიერების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტერები ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრები აშენდა საოკუპაციო ზოლის მახლობლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშიც.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)