20:58 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 18:24:01, 620 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის ხელმძღვანელს საიმონ მისსირს შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა საიმონ მისსირს ორგანიზაციის მხრიდან 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია წითელი ჯვრის ოფისთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს სახელმწიფომ ახალი საოფისე ფართი გამოუყო და უფრო მეტად ფართოვდება რეგიონული ოფისი თბილისში.

„წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს თანამშრომლობა მოიცავს სოციალურ სფეროში რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებას. მათი როლი და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის  13 ივნისის სტიქიის დროს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ჩვენთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, რაც დაკავშირებული იყო დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სხვა სახის მხარდაჭერასთან. მომავალშიც ვითანამშრომლებთ მჭიდროდ მათთან, რათა ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics