21:34 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 18:21:16, 769 ნახვა

საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც დევნილთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული , დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

2012 წლიდან დღემდე, თაღლითობის ფაქტზე სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული, ხოლო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 4 თანამშრომელი, რომელთა საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება. 

ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, გარდა უკანასკნელი შემთხვევისა. აღნიშნული ფაქტი, სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. 

აქვე, კიდევ მივმართავთ დევნილ მოსახლეობასა და საზოგადოებას - არ დაუჯეროთ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილდება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება“,-ნათქვამია განცხადებაში.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო  დევნილებს,  მოუწოდებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics