|
2016-06-21 17:05:55, 644 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1 ივლისიდან შეუდგება. ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩებს მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო. 2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან 2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე კი იყო სქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014 წელს მიენიჭა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-200 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. მალხაზ კაკაბაძეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან კი არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)