|
2016-06-21 16:48:21, 587 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ნამდვილად საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის სიძლიერე სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის აღორძინება დაიწყო და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის გადარჩენისთვის. „ჩვენ ნამდვილად საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამიტომ, დავიწყეთ პრაქტიკულად განადგურებული დარგის აღორძინება, გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადარჩენისთვის, გლეხებისა და ფერმერების წახალისებისთვის. თითქმის ოთხი წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც კონკრეტული შედეგები გამოიღო. ისინი მუდმივად იხვეწება. ჩვენი მიზანი გახლავთ, ხელი შევუწყოთ გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე რეალიზებაში. ეს ყველაფერი ერთად არის სოფლის სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია“, - განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. მისივე განცხადებით, ამის შედეგად მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები კონკრეტული მიმართულებით. „ასეულობით დონორმა უკვე ისარგებლა სოფლის მეურნეობის პროექტებით და ამან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა ქვეყანაში. ჩვენი ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი, ახალი საწარმოების შექმნა განაპირობა აგრარული განვითარების სტიმულაციამ, გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება. გადავწყვიტეთ, დღეიდან ყველა მიმდინარე პროექტს თავი მოვუყაროთ ერთიან აგრო პროექტში, რათა ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს, სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. მიგვაჩნია, რომ ერთიანი აგროპროექტი მოემსახურება სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სოფლებში კიდევ უფრო მეტი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. სოფლის გასაძლიერებლად საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენი პროდუქცია უნდა გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ჩვენი ხალხი კი, წელში გამართული“, - განაცხადა პრემიერმა.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)