|
2015-02-28 15:34:37, 590 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მრბოლელები წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის და „Auto Bild საქართველოს“ ორგანიზებით წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება „ოქროს საჭე 2014“ გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოვება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა მოხდა. წლის ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო მოვლენაზე კონკურსანტთა შორის იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული გუნდი „MIA Force” და საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდი „BFT Racing”. ორივე გუნდი მთელი წლის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატის ყველა ეტაპზე. დაჯილდოვების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურია ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებულებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. ცნობისთვის, „MIA Force”-მა „ოქროს საჭე 2014“-ზე სულ ოთხი ჯილდო მოიპოვა. გუნდმა „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური მესამე ადგილი, ხოლო „Formula Alfa”-ს კლასში მეორე ადგილი დაიკავა. „MIA Force”-ის მრბოლელმა დათა ქაჯაია კი საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის საავტომობილო ფედერაცისგან სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. მან კიდევ ერთი ჯილდო - „ლეგენდის“ კლასში ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-2 ადგილი მოიპოვა. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდ „BFT Racing“-ს, მათ საქართველოს ჩემპიონატში წრიულ რბოლაში „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური პირველი ადგილი აიღეს.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)