|
2016-06-20 17:21:10, 703 ნახვა
საზოგადოება
ნინო ჯანგირაშვილი: ეს არის პრაქტიკულად ტელევიზიების ძარცვა
„პროექტის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის და ეს არის პრაქტიკულად ტელევიზიების ძარცვა“,-ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ცვლილელების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მნიშვნელოვანდ გააუარესებს ტელეკომპანიების მდგომარეობას და ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს. „პროექტის ის ვარიანტი, რომელიც არსებობს ამჟამად და მიღებულია ორი მოსმენით პარლამენტში, არის მიუღებელი აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის. ეს არის პრაქტიკულად ტელეკომპანიების ძარცვა. მე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის. სამწუხაროდ, დამკვიდრდა ძალიან მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსები ჩვენს ქონებას ანაწილებენ ისე, რომ ჩვენ საერთოდ არაფერს არ გვეკითხებიან. ეს პროექტი მნიშვნელოვანდ აუარესებს ტელეკომპანიების მდგომარეობას, ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგებები გვექნება ჩვენ და ძალიან დიდი უსიამოვნება იქნება მაყურებლისთვისაც, რომელსაც მოუწევს დაუსრულებლად ამ პოლიტიკური რეკლამის ყურება. მანკიერ პრაქტიკად იქცა, როდესაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ გარკვეულ გარიგებებს აწარმოებენ ხოლმე, რომლებიც ხანდახან კორუფციისგან სულაც არ არის დაცლილი. უფასო პოლიტიკური რეკლამა იქცა ისეთ აქტივად, რომლითაც პარტიები ერთმანეთთან ვაჭრობენ. ეს ყველაფერი ხდება ტელევიზიების ხარჯზე. ეს ანგრევს სატელევიზო ბაზარს, ფინანსურ დარტყმას აყენებს ტელევიზიებს, ეს ბოლო ვერსია კანონის კიდევ უფრო აუარესებს ტელევიზიების მდგომარეობას“,-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)