|
2016-06-20 15:45:33, 808 ნახვა
სამხედრო
„ალიანტე 2016“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ მეცხრე საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2016“-ის ეროვნული ფინალის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიება კონკურსის მონაწილეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს, კონკურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და „ალიანტე 2016“-ში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორებმა ეროვნულ ფინალში გამარჯვებული 3 საუკეთესო გუნდის წარმომადგენლები დაასახელეს. ლევან გოგიტიძე, ილია დიდიძე, თეა მიქელაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ცოტნე გვასალია და ვალერიან ფოჩხუა სექტემბერში ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში დაგეგმილ ნატოს დღეებში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნულ ფინალში საქართველოს მასშტაბით 15-დან 19 წლამდე ასაკის 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მონაწილე გუნდები სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სამი დღის განმავლობაში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ მართავს. პროექტის მხარდამჭერები საქართველოს თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები არიან.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)