|
2016-06-20 15:15:50, 626 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს
კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "Creative Business Workshop" გამართა. მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში. პროექტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან ირაკლი ლექვინაძესთან და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დაესწრო. თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც შესაძლოა მომავალში განახორციელონ. დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ უცხოური გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემოგვთავაზონ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება. პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)