|
2016-06-20 10:44:36, 658 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეიროქირურგი განმარტებას აკეთებს
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ნეიროქირურგის რეზო ანთიძის განმარტებით, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ და ნაცემ ქალ თავის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. როგორც ნეიროქირურგმა აღნიშნა, ახალგაზრდა ქალბატონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. „სასწრაფო დახმარების ექიმების გადმოცემით, ავადმყოფი სასაფლაოზე უგონო მდგომარეობაში ნახეს. მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც თავის არეში, ასევე კიდურებზე. თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც ქირურგიული წესით დამუშავდა. ასევე ჭრილობა აღენიშნებოდა მარცხენა სხივ-მაჯის არეში“,-განაცხადა რეზო ბათნიძემ. ცნობისთვის, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სასტიკად სცემა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 27 წლის დაზარალებულის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 11 საათისთვის ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)