|
2016-06-19 13:15:07, 692 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ გურჯაანის მუნიციციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელ-შემნახველი საწარმო დაათვალიერეს და ატმის მიღების პროცესს გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს ,,ქართული ხილის კომპანიამ“ ატმის მიღება 2 დღეა რაც დაიწყო და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საწარმოს ერთ საათში 1500 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხება შეუძლია. უწყების ცნობით, კომპანია სამაცივრე მეურნეობასაც ფლობს, სადაც 400 000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობებაა შესაძლებელი. შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ შესყიდული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წელს, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება. ,,კახეთში ატმის მოსავლის აღება დაიწყო. სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები მზად არიან მოსავლის მისაღებად, შესაბამისად ვფიქრობთ, ფერმერებს ამ კუთხით შეფერხება არ ექნებათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. შპს. ,,ქართული ხილის კომპანიის“ გაყიდვების მენეჯერის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქართულ ატამზე მოთხოვნა უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაა. კომპანია მზად არის ჩაიბაროს ნებისმიერი სახეობის ხარისხიანი ხილი და მოახდინოს მისი ექსპორტზე გატანა. სოფელ ჩულმაყში მდებარე ხილის გადამამუშავებელ-შემნახველ საწარმო შპს ,,ქართული ხილის კომპანია“ 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. განხორციელებული ინვესტიცია 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში მუდმივად 7, ხოლოსეზონურად 22 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოში ატმის მიღების პროცესს, მინისტრთან ერთად კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)