|
2016-06-18 13:48:50, 639 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. მერიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში კრივის რინგი, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება და ის ყოველთვიურად 2000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. „გენერალური სივრცითი და ობიექტის რეაბილიტაციის საუკეთესო პროექტის გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვაზე 2016 წელს ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს ,,არქიტექმა“ გაიმარჯვა. გამარჯვებული კომპანია შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 996 696,54 ლარს. ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)