|
2016-06-17 14:41:18, 686 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ENPARD-ის მხარდაჭერით მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ( ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციებმა „მერსი ქორფსი “ და „ოქსფამ-დიდი ბრიტანეთი“ მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გამართეს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილის, კოპპერატივების, კერძო სექტორის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, სფეროს ექსპერტები. ცნობისთვის, აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეკარტოფილეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეკარტოფილეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. ფორუმის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა ფდა ინიციატივებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაციას არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. ფორუმი ოფიციალურად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ გახსნა.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)