|
2016-06-17 13:43:07, 731 ნახვა
საზოგადოება
„ლისი დეველოპმენტის" ფოტოპროექტი - „მწვანე ქალაქი ლისზე"
კომპანია „ლისი დეველოპმენტი" ქართული არტის მხარდაჭერას აგრძელებს და ამჯერად დამთვალიერებელს ფოტოგამოფენას „მწვანე ქალაქი ლისზე" სთავაზობს. 4 ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფის 80-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ლისის მწვანე ქალაქშია გადაღებული, თიბისი გალერეის სივრცეში 17 ივნისს, 19:00 საათზე გამოიფინება. ფოტოგრაფები ანდრო ერაძე, ალექსანდრე ფხაკაძე, ვახო ხეთაგური და დინა ოგანოვა მაისში, ერთი თვის განმავლობაში ლისის მწვანე ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების ასახვას მათ მიერ გადაღებული ფოტოებით შეეცადნენ. „მწვანე ქალაქი ლისზე" პირველი პროექტი არ არის, რომლითაც „ლისი დეველოპმენტი" ქართული არტის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. 2015 წლის მარტში, ლისის საცხოვრებელი კომპლექსი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ინსპირაციის წყარო გახდა. მაშინ პროექტის ირგვლივ არაერთი ქართველი არტისტი გაერთიანდა, მათ შორის: ზურაბ ნიჟარაძე, თემო მაჭავარიანი, ბესიკ არბოლიშვილი, გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, ნოდარ ბადურაშვილი, კოკა ცხვედიანი, დიმა ანთაძე, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, თუთუ კილაძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი მასხარაშვილი. ფოტოგამოფენა „მწვანე ქალაქი ლისზე" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 20 ივნისის ჩათვლით ელოდება.
(R)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)