|
2016-06-17 13:02:41, 662 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნებისთვის სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 8 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კვლევას ახორციელებს, - ამის შესახებ NDI-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებს საქართველო არაერთი დემოკრატიული რესურსით აღჭურვილი ხვდება, მაგრამ სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევებიც. NDI-ს დელეგაციის წარმომადგენლის მაიკლ პოზნერის განცხადებით, წინასაარჩევნო ან არჩევნების შემდეგ ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ძალადობა და დაშინება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებში. „ვისაუბრებთ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასა და დაშინებაზე. ძირითადი პრობლემა შეიძლება სწორედ ეს იყოს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებზე. შიში და მოლოდინი განპირობებულია ისტორიული ფაქტებით. ამ შიშს ამყარებს ახლახან მომხდარი ინციდენტი კორცხელში. ჩვენ შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კორცხელში და ისინი სცემეს. ვნახეთ ვიდეოები, შევხვდით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამთავრობო პირებმა განაცხადეს, რომ ეს იყო მიუღებელი“, - განაცხადა პოზნერმა. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კორცხელში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არასაკმარისი რაოდენობით იყვნენ. „ნამდვილად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ, რომ დაეცვათ ადამიანები. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები მთავრობისთვის. ასეთ სიტუაციაში სამართალდამცავები უნდა იყვნენ ბევრნი. ცალსახად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა უნდა დაგმოს ძალადობა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ქცევის და ეთიკის ნორმები შემუშავდეს“, - მაიკლ განაცხადა პოზნერმა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)