|
2016-06-17 09:06:46, 631 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი: გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს მთელი გულით მხარს უჭერს
"მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში“,-ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა დავალება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. „მე მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთბების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ დღესასწაულს,"-აღნიშნა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა. შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე წლისთავზე, ევროპასთან დაახლოების კუთხით, საქართველომ შეძლო და განახორციელა ძალიან ამბიციური რეფორმები. "მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ იამაყონ, არა მხოლოდ დამოუკიდებლობით, არამედ ქართულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ასევე იმ შედეგით, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე ევროპასთან დაახლოებისა და თანამშრომლობის კუთხით იქნა მიღწეული, და ასევე ძალიან ამბიციური შიდა რეფორმებით რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, მინდა გითხრათ, რომ გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს. ისევე როგორც, და ჩვენ ამაზე დღეს შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, რასაკვირველია მხარს ვუჭერთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რასაკვირველია დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონფლიქტებზეც ვისაუბრეთ,"-განაცხადა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა. მისივე თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალიან მყარ ფუნდამენტზე დგას, რაც აუცილებელია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დგას ორივე ქვეყანა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)