09:44 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 17:38:30, 583 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არ ვთვლით, რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ ფიქრობს, რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციასა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუშლის.

ამის შესახებ პრემიერმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ასევე არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის, როგორც ევროპული, ასევე გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან.

გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ ვთვლით, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში. საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი - ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში - გააფართოვოს პარტნიორობა NATO-სთან და ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისთვის.

ჩვენ  ვთვლით, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics