|
2016-06-15 13:13:28, 662 ნახვა
პოლიტიკა
ნატო ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ბატალიონებს განათავსებს
ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ალიანსის ბატალიონების განთავსებას როტაციის პრინციპით ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ამის შესახებ შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატომ გადაწყვიტა გააძლოეროს მისი ყოფნა ამ ქვეყნების წინა ხაზზე. ნატოში აშშ-ის წარმომადგენლის დუგლას ლუტეს განცხადებით კი, ეს ბატალიონები დაკომპლექტდება 800-1000 ადამიანით და ისინი შეიცვლებიან ყოველ ექვს-ცხრა თვეში ერთხელ, ამ ტერიტორიებზე მუდმივი ყოფნის პირობით. ოთხი ქვეყნიდან სამი, რომლებიც დააკომპელქტებენ აღნიშნულ ბატალიონებს იქნება აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი - ნატოს ყველაზე მაღალი რანგის წევრები. ბატალიონების ესტონეთთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში განთავსება 2017 წლიდან დაიწყება. შეგახსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას: "ვფიქრობ, ეს ნატოშიც კარგად იციან, უბრალოდ ისინი ჩვენ ფაქტორს იყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამხედრო ბატალიონი განათავსონ ჩვენ მეზობლად", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)