08:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 12:13:05, 607 ნახვა

პოლიტიკა
პოლიციელებს, შესაძლოა, კომისიის თავჯდომარის თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მიეცეთ

პოლიციის მუშაკებს, შესაძლოა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნის და თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება  მიეცეთ. აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

მოქმედი კანონმდბელობით, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით.

ცვლილებების მიხედვით კი,  გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არა  კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება  საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის, ან დაცვის მიზნით.

გარდა ამისა, კანონპროექტის  თანახმად,  საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში,  ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას,  ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუ  საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics