|
2016-06-14 17:41:59, 674 ნახვა
საზოგადოება
შსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. მან თანამშრომლებს სამუშაო გარემო და გუნდი პირადად გააცნო. ახალი თანამშრომლები სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ. მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. მიმდინარეობს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რომლითაც სამომავლოდ თანამშრომელთა ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის მოწყობილია შესაბამისის გარემო და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სერვისების მისაღებად. აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ჟესტების ენით მოქალაქეების მომსახურებას ითვალისწინებს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)