|
2016-06-14 15:49:57, 614 ნახვა
საზოგადოება
ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ახორციელებდა
ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ახორციელებდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 4 სექტემბერს, ქ. ბათუმში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ა/მანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ჩიფსი) ტრანსპორტირება. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, გადამოწმების დროს გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ ერთერთ ფიზიკურ პირზე, არაერთგზის იყო გამოწერლი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე, შესაბამისად, საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად. „2016 წლის 23 მაისს აღნიშნულმა პირმა მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც ის მიუთითებს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არ იცოდა რომ მის სახელზე ფიქსირდებოდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ზემოხსენებული შპს-ს მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 62 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 472 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 38853,42 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)