|
2016-06-14 14:44:27, 563 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2015 წლის 13-14 ივნისის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ გადაიხადა. „მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქალაქის უახლოეს ისტორიაში. კარგად მახსოვს ეს მძიმე ღამე, მახსოვს, თუ რამდენად შემზარავი იყო ეს ყველაფერი და რამდენად ძნელია, როდესაც ადამიანი თავს გრძნობ უსუსურად ასეთი დიდი სტიქიის წინაშე. ასევე მახსოვს უდიდესი სოლიდარობის აქციაც და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს და შემდეგ დღეებში გაერთიანდა და გვერდში დაუდგა თავის ქალაქს. ნამდვილად ამაღელვებელი იყო ეს სოლიდარობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები. ცნობისთვის, გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)