|
2016-06-14 12:27:51, 770 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც ვარ, რადგან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი
„არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. „მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია, მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა. „რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას პირველ ვიცე-პრემიერად, ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში. ეკონომიკურ გუნდს ჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა. ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)