|
2016-06-14 12:20:18, 893 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. „საქართველოში იმყოფება აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაცია, მათ შორისაა, ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფარავს საქართველოს. გარდა ამისა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი ეცნობიან საქართველოში აზიის განვითარების ბაკის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვსაუბროთ სამომავლო პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა იმ პოლიტიკისა და მიმართულებების, რომელზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ბანკს, დაახლეობით, მილიარდ დოლარამდე უკვე ინვესტირებული აქვს საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ADB სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. „საქართველოში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. აზიის განვითარების ბანკს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟონჟინ უანგმა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)