|
2016-06-13 18:45:00, 603 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების საკითხებს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო. შეხვედრისას განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების ასპექტები და ქართული დემოკრატიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის ყველა მნიშვნელოვანი თემა. საქართველოს პრეზიდენტისა და იან კელის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)