|
2016-06-13 15:41:40, 599 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა. საუბარი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. პრემიერმა დელეგაციის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მედიაპლურალიზმის, საკუთრების უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული რეფორმების შესახებ. NDI-ის დელეგაცია საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგად პოლიტიკურ გარემოს და იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, 4 დღის განმავლობაში შეაფასებს, ხოლო ვიზიტის დასასრულს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იანუშ ონიშკევიჩი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI-ის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თამარa სართანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)