20:12 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 15:30:51, 608 ნახვა

საზოგადოება
დაშავებული მეომრების მხარდასაჭერად ბეისბოლის მატჩი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული მეომრებისა და დაღუპული სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითების გუნდი ანგარიშით 8:3 დაამარცხა.

ამხანაგურ მატჩს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროები, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეისბოლი და სოფტბოლი 12-წლიანი განშორების შემდეგ „ტოკიო-2020“-ის ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ უბრუნდება ოლიმპიური სპორტის სახეობათა დიდ ოჯახს. ამხანაგური მატჩი კი მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების გამოცდილებისათვის, რადგანაც საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრები იწყებს ბრძოლას აღნიშნული ასპარეზობის საგზურის მოსაპოვებლად, - ნაკრები ერთ თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე, მსგავს ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა იმ მეომრებისადმი, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ადამიანთა კეთილდღეობისთვის, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში, მაგრამ, ამასთანავე, ცდილობენ არ დაკარგონ მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთება.

ბეისბოლში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი უკვე 6 წელია იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics