|
2016-06-13 13:34:32, 599 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე: ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტით შოკირებული ვარ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორლანდოს გეი-კლუბში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობითა და ტერორისტული აქტით შოკირებული და შეძრწუნებული ვარ. ახლა ჩემი ფიქრები და ლოცვა დაღუპულებთანაა“, - წერს მიხეილ ჯანელიძე twitter-ში. შეგახსენებთ, ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში შეიაღარებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, დაჭრილია. 29 წლის ავღანელი (რომელიც აშშ-ის მოქალაქეა) ომარ მატინი სპეცნაზმმა შტურმის დროს ადგილზევე მოკლა. ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში, მსხევრპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმად იქცა. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასაწყის სტადიაშია, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია უკვე გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ, ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იყო სიძულვილის აქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. ობამამ გასცა განკარგულება, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მატინს ექსტრემისტებთან. ომარ მატინის მამამ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC-ს. მისი თქმით, თავდასხმა არ იყო დაკავშირებული მისი შვილის რელიგიურ კუთვნილებასთან და ეს იყო მისი შეუწყნარებლობის გამოხატულება გეების მიმართ. მისივე განცხადებით, ის ისევე შეძრულია მომხდარი ამბით, როგორც მთელი ქვეყანა და მან, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა. NBC-ის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მატინიმ დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ მისი ერგულების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით სააგენტო AMAK-ის მეშვეობით ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის საღამოს გეი-კლუბში 300 ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმხილველების ინფორმაციით, თავსამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შემსწრე ადამიანთა ნაწილი კლუბის საგრიმიოროში დაიმალა და იქედან ტვიტერზე დაიწყეს მომხდარის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)