17:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-12 12:55:34, 560 ნახვა

საზოგადოება
კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო”ავტომრბოლელები შეუერთდნენ

ქვეყნის ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისრალზე უსაფთხო მოძრაობის წესების დაცვის კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერთდნენ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის რბოლაში მონაწილე ორმოცდაათამდე სპორტსმენმაი ნფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტში მიიღო მონაწილეობა,რომლის მიზანი ჩქაროსნულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და შემცირებაა.  შეჯიბრში მონაწილეობდნენ უცხოელი მრბოლელებიც - უკრაინიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან.

რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მონაწილეებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა დღეს მძღოლებს მოუწოდეს, საზოგადოებრივ გზებზე მხოლოდ დაშვებული სიჩქარით იმოძრაონ, ხოლო მაღალი სიჩქარის მოყვარულებს ურჩიეს,  ადრენალინი ავტოდრომზე მიიღონ.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics