|
2016-06-11 14:33:09, 591 ნახვა
საზოგადოება
მდინარე ვერეს აუზში წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული
თბილისის მერი დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. მერიის ინფორმაციით, მდინარე ვერეს აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. სისტემის მუშაობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული სისტემის მონტაჟი მნიშვნელოვანია წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით დროული შეტყობინების მიღებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. „მოწყობილობები საშუალებას მოგვცემს ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია ნალექების რაოდენობისა და, შესაბამისად, მისი ზრდის შესახებ, საჭიროების შეთხვევაში კი დროულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. გუშინწინ რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის დროს ჩვენ გარემოს დაცვის სააგენტოდან ვიღებდით ინფორმაციას წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე, საბედნიეროდ, წვიმის გადაღების გამო მოსახლეობის გაფრთხილება არ დაგვჭირდა. სისტემა იმუშავებს და სათანადოდ გამოგვადგება. პრევენციისთვის, ასევე, მონტაჟდება ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები, მზადდება მდ. ვერე კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც კალაპოტის მცირედ ცვლილებებსა და გამაგრებებს ითვალისწინებს. რაც მთავარია, უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და განვახორციელეთ მათი დემონტაჟი. მიღებული ზომების გათვალისწინებით კი რისკის დონე პრაქტიკულად მინიმალურ დონეზეა დასული“, -განაცხადა დავით ნარმანიამ. სადამკვირვებლო ქსელიდან მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება, რაც მდ. ვერეს აუზში შესაძლო წყალმოვარდნების პროგნოზის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს. მოწყობილობები მდ.ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელი დრეში ,ორბეთში, ვანათში და მანგლისშია დამონტაჟებული. წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები თბილისის მერიისა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით იქნა შეძენილი.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)