08:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 13:05:31, 556 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით რეკოპმენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე არსებითი საკითხის დადებითად გადაწყვეტის ფაქტი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics