|
2016-06-10 17:38:19, 568 ნახვა
პოლიტიკა
Wall Street Journal: ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს
ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების გადადების მიზეზი საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის პოზიცია გახდა. იტალიას და საფრანგეთს უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ სურს, როდესაც შემუშავდება მექანიზმები, რომლითაც უვიზო რეჟიმი საგანაგებო საჭიროების შემთხვევაში გაუქმდება. გარდა ამისა, საფრანგეთის წარმომადგენლების აზრით, უვიზო რეჟიმი ტეროტრისრული შეტევების რისკის გაზრდას გამოიწვევს. გერმანია ეჭვობს, რომ უვიზო რეჟიმი ქართული ორგანიზებული დანაშაულის ზრდას გამოიწვევს. გერმანიის შსს-ს წარმომადგენლის, ემილი ჰაბერის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებს. ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შესაძლოა უვიზო რეჟიმი შემოდგომის ბოლოსთვის ამოქმედდეს, რადგან ზოგი ევროპული ქვეყანა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ჯერ თურქეთისთვის გეგმავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)