|
2015-02-27 15:55:11, 670 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილ ქეთევან დუმბაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად, სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც ბიბლიოთეკასთანაა ინტეგრირებული. ღონისძიებას გურიის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ. როგორც აღინიშნა, სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. პროექტის ფარგლებში ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში ინერგება სრულიად ახლებური და თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. ასევე, შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს მობილური ოპერატორისა და ბანკის მომსახურებაც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მოეწყობა მწერლის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი რომანები და ფოტოები, რომლებიც დაცულია ეროვნული არქივის ფოტოარქივში. ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა თხოვნით მიმართავს რაიონის საკრებულოს, რათა მას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭოს. პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია „IREX“-ის მიერ „Beyond Access“-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)