|
2016-06-10 12:02:32, 711 ნახვა
პოლიტიკა
საფეხბურთო ზეიმი - საფრანგეთში დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება
ფეხბურთის გულშემატკივრების 4-წლიანი მოლოდინი დასრულდა. დღეს, საღამოს 23:00-ზე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სტადიონ "სტად დე ფრანზე" 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყება. გახსნით მატჩი ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში - 10 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ევროპის ჩემპიონის ბოლო ორი ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრებია. ტურნირის მთავარ ფავორიტად საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები ითვლებიან. სპეციალისტები ფავორიტებში ასევე ასახელებენ, იტალიას, ინგლისს, ბელგიასა და პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: აღსანიშნავია, რომ ევრო 2016-ის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. როგორც საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ქვეყანაში უსაფრთხოებას პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის 77 000 თანამშრომელი, ასევე დაცვის კერძო სამსახურების 13 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)