|
2016-06-10 10:30:24, 630 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ბრიუსელში ბავშვთა სპეციალიზებული ცენტრი მოინახულა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიუსელში ვიზიტისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონებავშვთა სპეციალიზებულ ცენტრს „ლა კლერიეს" ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ლედის ცენტრის გენერალურმა მდივანმა ვენსან სტანიერმა უმასპინძლა. მათივე ცნობით, შეხვედრისას მაკა ჩიჩუასასწავლებლის სპეციფიკითა და იმ მეთოდებით დაინტერესდა, რომლებითაც ცენტრში სწავლება მიმდინარეობს. ცენტრში ფუნქციონირებს სკოლა და ხელოვნების ცენტრი, სადაც სპეციალურად მომზადებული, სამასზე მეტი პედაგოგია დაკავებული, რათა ბავშვებს საჭირო დახმარება გაუწიონ. „ეს საოცრად შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას უწევს ბავშვებს. ამ ცენტრშიმშობლებს მოჰყავთ ბავშვები და მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებას. ცენტრის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სავარჯიშო მოედანი და საცურაო აუზი, სადაც ბავშვები ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის. ეს არის სრულფასოვნად აღჭურვილი ძალიან კარგი სკოლა, რომელსაც 98 % -ით სახელმწიფო აფინანსებს",-აღნიშნა პირველმა ლედიმ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ლედიმ სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და ცეტრის ხელმძღვანელს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)