|
2016-06-09 23:43:44, 588 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო ის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში, ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს. „ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო, ის რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია. ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დრო სჭირდება. ჩვენ, პოლიტიკოსები, დიპლომატიის თვალსაზრისით, არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც იმსახურებას - თავისუფალი, უვიზო მიმსვლა ევროპასთან. საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. ჩემი დელეგაცია შედგებოდა მთავრობისა და პარლამენტის ორი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის ყველა წევრს - ოპოზიციასაც და სახელისუფლებო ძალასაც, იმ ერთიანი პოზიციისათვის, რომელიც მათ ევროპასთან თავისუფლი მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით აქვთ. ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს ამ პროცესის დაჩქარებას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს", - განაცხადა საქარველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაც შეაფასა და NATO-ს მომავალ ვარშავის სამიტზე ისაუბრა. „გუშინ, გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხს ოთხ, ყველაზე სერიოზულ, ფორმატში განიხილავენ. რაც პოლიტიკურად, კიდევ უფრო წინ წამოსწევს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ნათელ მხარდაჭერას მივიღებთ. სამიტზე ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სხვადასხვა საშუალებებზე, მათ შორის, იმ პაკეტის გაფართოებაზე, რომელზეც უელსში გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ჩვენ მივაღწევთ ჩვენი უფლებების მნიშვნელოვან და სერიოზულ აღიარებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)