|
2016-06-09 17:57:47, 828 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს „ოტობოკის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროთეზების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ოტობოკის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული მენეჯერი დიმიტრი დანიჩენკო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადების გაგრძელების შესახებაც იმსჯელეს. 2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას Peter Harsch Prosthetics-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია. გერმანელი ტექნიკოსები საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან და მათ ფირმის მიერ წარმოებული პროთეზების მდგომარეობას ამოწმებენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ტრენერი, ტექნიკოს პროთეზისტი კირამ დიაბი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროთეზო-ორთოპედიული ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი და პროთეზის ტექნიკოსი კახაბერ ქათამაძე დაესწრნენ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)