|
2016-06-09 16:42:06, 631 ნახვა
პოლიტიკა
თომას ჰამარბერგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში ჩავა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამარბერგს შეხვდა, რომელიც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს. ამ მიზნით, თომას ჰამარბერგი საქართველოს მეორედ ეწვია. იგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე შეისწავლოს 19 მაისს ხურჩაში გოგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თომას ჰამარბერგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის, აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში ასევე იქნება რეკომენდაციები. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)