|
2016-06-09 16:09:42, 485 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა
დღევანდელი მთავრობა ხალხის სამსახურში დგას, მათ აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილი განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან თანამდებობაზე ხათრით მყოფი მინისტრები, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრი ჰყავს. „ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს დღეს საქართველოს, ჩემიდან გადმოყოლილიც და ახლად დანიშნულიც. ახალ განათლების მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან აქებენ. პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს და ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სწორედ „ნაცინალური მოძრაობის“ დროს ყვაოდა ელიტარული კორუფცია. პრემიები გაცილებით მაღალ რანგში აწიეს. იქ იყო რაღაც გადახრები, რაც მეც არ მომეწონა, გახსოვთ ალბათ, სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო რაღაც გაუგებრობა პრემიებთან დაკავშრებით და მასზე ხელისუფლებას რეაქციაც ჰქონდა. მთავრობა არის ხალხის სამსახურში მდგარი მთავრობა. აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც მათ შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს. დღეს მთავრობაში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)