|
2016-06-09 13:57:25, 580 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებელი ნოტარიატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 10 ივნისს, 18:00 საათზე სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი ნოტარიატის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნოტარიუსთა ასეთი მასშტაბური კონფერენცია, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოში პირველად ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პირველი პირები: კავშირის პრეზიდენტი დანიელ-სედარ სენგორი, ნოტარიუსთა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტი მიშელ მერლოტი და ევროპის ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტი პიერ ბეკე. დელეგატები კონფერენციაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, საფრანგეთი, შევიცარია, უნგრეთი, ესტონეთი...) ჩამოდიან. კონფერენცია ეძღვნება ნოტარიუსის სოციალურ როლს, სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში ნოტარიუსის ფუნქციას; ნოტარიუსის, როგორ იურიდიული მრჩევლის, როლის გაძლიერებას ხელშეკრულებების დადების პროცესში, ქონებრივი გარიგეგების დროს გარიგების მონაწილე მხარეების საკუთრების უფლების დაცვასა და მხარეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში. კონფერენციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ბიზნესასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)