07:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:59:27, 592 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ჩემი სახელი დააკავშიროს კორცხელთან, მაგრამ არ გამოუვა

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით,  "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, კორცხელში მომხდარი ინციდენტი მას დაუკავშიროს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ კარგად იცის, თუ  რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა".

კალაძე ამბობს, რომ თავრობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  მშვიდად ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ჩემი სახელი დააკავშიროს კორცხელთან, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან, ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა". მთავრობა აპირებს ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ, მიაწოდოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობა არჩევნების გზით გადაწყეტს, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში", - განაცხადა კახა  კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics