|
2016-06-08 20:32:54, 658 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ
კახი კალაძეს გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რაც ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანამ წინასაარჩევნო პერიოდი ღირსეულად უნდა გაიაროს და განამტკიცოს დემოკრატიის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო ნაჩვენები. „4 თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გავიაროთ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს და არა თუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. კალაძე პრემიერმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)