|
2016-06-08 18:26:57, 659 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკზე: ეს გარკვეული ბიძგია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ინდივიდუალურად წარდგენისგან თავი შეიკავონ
არც თუ ადვილია სრული თანხვედრა წარმოვიდგინოთ ამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ 5 %-იან ბარიერს“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას. ცისკარიშვილის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება იქნება გარკვეული ბიძგი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ თავი შეიკავონ ინდივიდუალურად წარდგენაზე, თუ ამის რესურსი ექნებათ. „ეს გარკვეული სიახლე გახლავთ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, რომ ასეთი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისა იყოს როგორც ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული და მხოლოდ პოლიტიკური ვითარება არსებული ასეთი კოალიციის შედგენის საფუძველი. არც თუ ადვილია სრული თანხვედრა წარმოვიდგინოთ ამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ვისურვოთ, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს ამ სუბიექტებს შორის. უკვე სიის შედგენისას იყვნენ ისინი უფრო შორსმჭვრეტელი და იფიქრონ ხვალინდელ ქათამზე და არა დღევანდელ კვერცხზე. სხვა მხრივ ეს რასაკვირველია იქნება გარკვეული ბიძგი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ თავი შეიკავონ ინდივიდუალურად წარდგენაზე, თუ ამის რესურსი ექნათ რასაკვირველია საინტერესო იქნება რომელ პარტიებს მოუნდებათ, რომელიმე არსებული პარტიის ფრთის ქვეშ გაფრთიანება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს. ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის პარტია "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა". საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)